მესის ექს-აგენტი:
Aa
Aa

მესის ექს-აგენტი: "ყველაფერი შეთანხმებულია, მან ახალი კლუბი უკვე აირჩია"

არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის ყოფილმა აგენტმა, ხოსეპ მარია მინგელამ, რომელმაც მესი 13 წლის ასაკში "ბარსელონაში" მიიყვანა, ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

მინგელა მადრიდულ რადიო COPE-სთან საუბრისას ამბობს, რომ ლიონელმა ახალი კლუბი უკვე აირჩია და ეს "მანჩესტერ სიტი" ან პსჟ არ არის.

"მესიმ ახალი კლუბი უკვე აირჩია და ეს პეპ გვარდიოლას კლუბი არ გახლავთ, საუბარია "ინტერზე". არსებობს ორი მიზეზი იმისა, თუ რატომ აირჩია არგენტინელმა "ნერაძური". იტალიაში საშემოსავლოს გადასახადები, ესპანეთზე ბევრად დაბალია. მეორე მიზეზი კი რონალდუა. ჩემი აზრით, მესიმ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო. ტრადიციული დაპირისპირება ლიონელსა და კრიშტიანუს შორის კვლავ აღდგება". 

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის "ბარსელონაში" დარჩენა აღარ სურს და ამის შესახებ კლუბს გუშინ საღამოს სპეციალურად გაგზავნილი ფაქსით მოახსენა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები