მანჩესტერ იუნაიტედმა შესაძლოა ემილიანო მარტინესი დაიმატოს
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შესაძლოა „ასტონ ვილას“ მეკარის, ემილიანო მატინესის ტრანსფერისთვის 47 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი, ბენ ჯეიკობსი წერს.
წყაროს ცნობით, ჯერ გარიგება ადრეულ სტადიაზეა, თუმცა თავად 32 წლის არგენტინელი დაინტერესებულია, რომ „წითელ ეშმაკებს“ შეუერთდეს.
ამასთან იწერება, რომ ინგლისური კლუბი ანდრე ონანას შემცვლელის კანდიდატურაზე ბოლომდე ჯერ ვერ ჩამოყალიბდა.
დიბუ „ასტონ ვილას“ 2020 წელს, „არსენალიდან“ შეუერთდა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 53 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 16 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
მარტინესის მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 20 მილიონი ევროა.