ლუკა პარკაძე
Aa
Aa

ისტორიაში მეოთხედ | გაგრა საქართველოს თასის ფინალშია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალში „გაგრამ'' დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „რუსთავი'' 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

მე-14 წუთზე იაზულმა ნაზაროვმა „გაგრა“ დააწინაურა, სტუმრებო შეცდნენ, ჩაწოდებისას ბურთი საკუთარი საჯარიმოდან ვერ გამოიტანეს და ნაზაროვმა თავით გაიტანა.

27-ე წუთზე მსაჯმა „რუსთავის“ მარცხენა მცველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს ყვითელი ბარათი უჩვენა. ჩიქოვანმა წესი საკუთარ საჯარიმოში დაარღვია, ვანდერსონმა პენალტი ბრწყინვალედ შეასრულა, ანგარიში 2:0 გახდა.

ერთადერთი საპასუხო გოლი მეორე ტაიმში ლუკა პარკაძემ გაიტანა.

მიმდინარეობს განახლება

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები