Aa
Aa

"იმედია, US Open-ზე ვითამაშებ" - მუგურუსას კოჭი აწუხებს

შესაძლოა, US Open-ის ქალთა თანრიგის წლევანდელ გათამაშებას ესპანელი გარბინ მუგურუსაც გამოაკლდეს. დიდი სლემის ტურნირების ორგზის ჩემპიონმა ტრავმის გამო 21 აგვისტოს დასაწყებ ნიუ იორკის ტურნირიდან განაცხადი მოხსნა.

„გადავწყვიტე, რომ ნიუ იორკის ტურნირზე არ ვითამაშო, რადგან მარცხენა კოჭზე დისკომფორტი მაქვს. დიდი სურვილი მაქვს, ტურს მალე დავუბრუნდე და US Open-ზე ვიასპარეზო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“.

როგორც უკვე ცნობილია, ამერიკის ღია პირველობის ქალთა გათამაშებას რეიტინგის ტოპ 10-ის 6 წევრი გამოაკლდება. მუგურუსა ამჟამად მსოფლიოს მე-16 ჩოგანია.

US Open-ზე პირველ ნომრად განთესილი მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, კაროლინა პლიშკოვა იქნება, ხოლო მეორე ნომრის სტატუსით ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი, სოფია კენინი ითამაშებს. ტურნირი 31 აგვისტოდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები