ოფიციალურად: "რეალმა" მოდრიჩთან კონტრაქტი გაახანგრძლივა!
მადრიდის "რეალის" ოფიციალური საიტის ცნობით, "სამეფო კლუბმა" ხორვატ ნახევარმცველთან, 31 წლის ლუკა მოდრიჩთან, შეთანხმებას მიაღწია და მასთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, მოდრიჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2020 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია, ხვალ ადგილობრივი დროით 13:30 საათზეა დანიშნული.
მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით