Aa Aa
12 აგვისტო 2020  |  12:25

რთული გამარჯვება - სერენა კორტზე 6-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

სერენა უილიამსმა 6-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი გამართა და ლექსინგტონის ტურნირზე თანამემამულე ბერნარდა პერა რთულ ბრძოლაში დაამარცხა.

23-გზის დიდი სლემის ტურნირების ჩემპიონი 4:6; 4:4-ზე საკუთარ მოწოდებას 0:40-ს აგებდა, მაგრამ ვითარება სათავისოდ შეატრიალა და თამაში 3 სეტში დაასრულა - 4:6; 6:4; 6:1.

სერენა შემდეგ წრეში თავის უფროს დას, ვენუსს შეხვდება, რომელმაც ვიქტორია აზარენკა იოლად - 6:3; 6:2 დაამარცხა.

სერენა უილიამსს გუშინდელამდე ბოლო ოფიციალური მატჩი თებერვალში ჰქონდა ჩატარებული. ფედერაციის თასზე ლატვიის წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი შეხვედრა ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები