Aa Aa
11 აგვისტო 2020  |  11:16

მუგურუსა: "რასაც ამ ერაში დიდი სამეული აკეთებს, არანორმალურია"

დიდი სლემის ტურნირების ორგზის გამარჯვებული, გარბინ მუგურუსა გამოცემა El Tiempo-ს რამდენიმე საინტერესო თემის შესახებ ესაუბრა.

„ვფიქრობ, რაც ბოლო წლებში ქალთა ჩოგბურთში ხდება სრულიად ჩვეულებრივი და ლოგიკური ამბავია. ვგულისხმობ იმ კონკურენციასა და ურთულეს ბრძოლას, რისი გადატანაც ტოპ ჩოგბურთელებს უწევთ. ამ ფონზე, სერენა უილიამსი განსაკუთრებული და გამონაკლისი შემთხვევაა.

თუმცა, მეორე მხრივ, ამავე ერაში რასაც დიდი სამეული: ფედერერი-ნადალი-ჯოკოვიჩი აკეთებს, ნამდვილად არანორმალური და უჩვეულოა. თანაც, ეს მამაკაცთა ჩოგბურთში ხდება.

რაც შეეხება ATP-ისა და WTA-ის ორგანიზაციულად გაერთიანებას, ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ამისთვის საჭირო რა არის, მაგრამ მგონია, რომ ამის გასაკეთებლად ამაზე უფრო შესაფერისი დრო რთული მოსაძებნი იქნება“.

გარბინ მუგურუსა 2016 წლის „როლან გაროსისა“ და 2017 წლის უიმბლდონის ჩემპიონია, ჯამში კი პროფესიონალურ კარიერაში 7 ტიტული აქვს მოგებული. იგი 2017 წლის სექტემბერში მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციაზეც იმყოფებოდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები