Aa
Aa

პანდემიის შემდეგ WTA-ის პირველი ტურნირი ფიონა ფერომ მოიგო

პანდემიის შემდეგ WTA-ის პირველი ტურნირი იტალიის ქალაქ პალერმოში გაიმართა და ის ფრანგი ფიონა ფეროს გამარჯვებით დასრულდა.

ფერომ ფინალამდე მხოლოდ ერთი სეტი დათმო, როცა 1/2 ფინალში ადგილობრივ კამილა ჯორჯისთან დაძაბული ბრძოლა მოიგო, გადამწყვეტ მატჩში კი მისი მეტოქე ესტონელი ანეტ კონტავეიტი გახლდათ.

შეხვედრის მცირე ფავორტიად მსოფლიოს 22-ე ჩოგანი კონტავეიტი ითვლებოდა, მაგრამ WTA-ის 53-ე ნომერმა მას შანსი არ დაუტოვა და 2 სეტში დაამარცხა - 6:2; 7:5.

გასულ წელს ლოზანაში მოგებული ტურნირის შემდეგ 23 წლის ფერომ პროფესიონალურ კარიერაში რიგით მეორე ტიტული მოიპოვა. პალერმოში მიღწეული გამარჯვებით, ფრანგი მსოფლიო რეიტინგის 44-ე ადგილამდე დაწინაურდა.

მიმდინარე კვირაში ქალი ჩოგბურთელები უკვე ორ ტურნირზე ითამაშებენ და საუკეთესოთა ვინაობას ამერიკის ქალაქ ლექსინგტონსა და ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაარკვევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები