Aa Aa
5 აგვისტო 2020  |  12:38

პსჟ - ალაბას კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

„ბაიერნის“ 28 წლის ავსტრიელი უნივერსალი დავიდ ალაბა „რეკორდმაისტერის“ დასატოვებლად ემზადება და მსურველებიც საკმაოდ ჰყავს.

გერმანული Bild-ის ცნობით, პსჟ-ს თავკაცი ტომაშ ტუხელი ტიაგო სილვას შემცვლელად სწორედ ალაბას განიხილავს.

მიმდინარე სეზონში ავსტრიელი „ბაიერნში“ დაცვის ცენტრში თამაშობს და თავი საკმაოდ კარგადაც წარმოაჩინა. აქედან გამომდინარე ტუხელს სილვას პოზიციაზე მისი გაფორმება სურს.

ალაბას შეძენის სურვილს „მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონაც“ გამოთქვამენ. როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელმა კარიერის ლა ლიგაში გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

ალაბას შეძენას მხოლოდ ერთი ფაქტორი აფერხებს - ანაზღაურება. ავსტრიელი რატომღაც თვლის, რომ წლიურად 20 მილიონ ევროს უნდა უხდიდნენ, რისი სურვილიც ბევრ კლუბს არ აქვს.

მიმდინარე სეზონში ალაბას ანგარიშზე 38 მატჩია. მან თავი თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები