Aa
Aa

დორტმუნდი სანჩოს შემცვლელად დეპაის განიხილავს

მემფის დეპაიმ შესაძლოა ჯეიდონ სანჩოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერზე დიდი გავლენა მოახდინოს. The Sun-ის ცნობით, „დორტმუნდი“ „ლიონიდან“ დეპაის შეძენას გეგმავს.

როგორც ცნობილია, „წითელი ეშმაკები“ სანჩოს შეძენას დიდი ძალებით ცდილობენ და საამისოდ ფინანსური შესაძლებლობებიც აქვთ. „დორტმუნდი“ კი როგორც ჩანს, თავისი ერთ-ერთი ლიდერის დასათმობად ემზადება და დეპაის გაფორმებას გეგმავს.

26 წლის ნიდერლანდელ ფორვარდს ტრავმის გამო სეზონი უნდა გაცდენოდა, თუმცა პანდემიის შესვენების შემდეგ, მემფისმა მომჯობინება მოასწრო და ამჟამად ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება. ტრანსფერმარკეტი „ლიონის“ ლიდერს 44 მილიონ ევროდ აფასებს.

დეპაიმ 2019-2020 წლების სეზონი ჩინებულად დაიწყო და ლიგა 1-ში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 9 გოლიც ჰქონდა გატანილი.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა 5 ოქტომბრამდე იქნება გახსნილი და სანჩო-დეპაის ტრანსფერები შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გარიგებები გამოდგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები