Aa Aa
3 აგვისტო 2020  |  14:49

არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა

არსენ ვენგერმა Europe 1-თან საუბრისას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტები დაასახელა. ბევრისთვის მოულოდნელად სიაში მიუნხენის „ბაიერნი“ ვერ მოხვდა.

„როდესაც შენ „ატალანტას“ ან „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ თამაშობ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ჩემი აზრით ტურნირის მოგების ორი მთავარი ფავორიტი „მანჩესტერ სიტი“ და პსჟ არიან, იმ პოტენციალის გათვალისწინებით, რომელსაც ისინი ფლობენ.

ვფიქრობ, 3-4 წლის წინ მათი შემადგენლობა უფრო ძლიერი და ღრმა იყო, თუმცა იმ დროს კონკურენციაც უფრო ძლიერი იყო. ევროპულ ფეხბურთში ხარისხის ვარდნა შეინიშნება და ეს აშკარაა. „სიტი“ და პსჟ კვლავინდებურად 2-3 ფავორიტს შორის იმყოფებიან.

ჩვენ არ უნდა ვეძებოთ იმის ცრუ მიზეზები, თუ რატომ ვერ აღწევს პსჟ წარმატებას. მადრიდის „რეალსაც“ კი 10-15 წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგა არ ჰქონდა მოგებული, თუმცა შემდეგ ზედიზედ სამჯერ მოიგეს“.

აქვე გეტყვით, რომ ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერის განახლება გადაწყვიტა და შესაბამისი ვარიანტების ძიებას უკვე შეუდგა. ვნახოთ მოხდება თუ არა 2020-2021 წლების სეზონისთვის ვენგერის დაბრუნება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში