იანისის ისტორიულმა მატჩმა მილუოკის ვერ უშველა - ბაქსი ჰიუსტონთან დამარცხდა
„ჰიუსტონ როქეთსმა“ სეზონის განახლების შემდეგ, მეორე გამარჯვება მოიპოვა. მაიკ დენტონის გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი „მილუოკი ბაქსი“ დაამარცხა.
საფინალო სირენამდე 3 წუთითა და 14 წამით ადრე, „მილუოკი“ 8 ქულით იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 120-116 წააგო.
Harden’s defense down the stretch was ???? pic.twitter.com/c0JN6ZFbhn
— Houston Rockets (@HoustonRockets) August 3, 2020
„ჰიუსტონმა“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და NBA-ის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 1 შეხვედრაში მინიმუმ 20 სამქულიანი ჩააგდო, 15 ჩაჭრა გაიფორმა და ბურთი 10-ზე მეტჯერ არ დაუკარგავს.
The Rockets were outrebounded by 29. That's the worst reb diff in a win since the Warriors on Feb. 27, 2016 against the Thunder (-30) #bangbang
— ESPN Stats & Info (@ESPNStatsInfo) August 3, 2020
Meanwhile, the Rockets became the first team ever to make 20 threes, record 15 steals and turn it over 10 times or fewer in a game. pic.twitter.com/DLrjMKywsx
„როქეთსის“ წარმატებაში“ უდიდესი წვლილი რასელ უესტბრუკმა შეიტანა, რომელმაც 31 ქულა, 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ტექსასელთა გამთამაშებელმა 20 ქულაზე მეტი ზედიზედ 36-ე შეხვედრაში დააგროვა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. უესტბრუკის გარდა 24 ქულით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. დანუელ ჰაუსმა აქტივში 16 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა, კოვინგტონის ანგარიშზე კი 15 ქულა და 7 მოხსნა გახლდათ
BEARD X BRODIE pic.twitter.com/x6cpIxWB8G
— Houston Rockets (@HoustonRockets) August 3, 2020
„მილუოკის“ რაც შეეხება, „ბაქსს“ იანის ანტეტოკოუნმპოს საოცარმა თამაშმაც ვერ უშველა. ბერძენი სუპერვარსკვლავი NBA-სა და ABA-ის გაერთიანების შემდეგ, პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორ შეხვედრაში მინიმუმ 35 ქულა, 15 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ანტეტოკოუნმპომ „ჰიუსტონთან“ 36 ქულა, 18 მოხსნა, 8 ასისტი და 1 დაფარება მიითვალა.
Brook matched a season high for points and rebounds against the Rockets. pic.twitter.com/KBJyvn7J6g
— Milwaukee Bucks (@Bucks) August 3, 2020
ცნობისთვის, „როქეთსი“ მომდევნო შეხვედრას 5 აგვისტოს გამართავს და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ შეერკინება. „მილუოკი“ კი ხვალ „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდება.