ჰატაკიკომი - ტოჩინოშინმა ივლისის ბაშო გამარჯვებით დაასრულა!
Aa
Aa

ჰატაკიკომი - ტოჩინოშინმა ივლისის ბაშო გამარჯვებით დაასრულა!

ივლისის ბაშოს დასკვნით დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მე-15 მაეგაშირა კოტოშოჰო იყო, რომელსაც ქართველი სეკიტორი კარიერაში პირველად შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

ლევანმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო, ცუპარების შემდეგ მეტოქე დოჰიოზე მალევე დააგდო და დამაჯერებელი გამარჯვება გაიფორმა.

ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშო 10 გამარჯვებითა და 5 მარცხით დაასრულა და მომდევნო ტურნირისთვის მისი წოდების მომატებას უნდა ველოდოთ.

გორგაძემ ბოლო რამდენიმე ტურნირის განმავლობაში +5 დადებითი ბალანსი პირველად დააფიქსირა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ტრავმას ლევანისთვის თავი იმდენად არ შეუწუხებია და იმედი დავიტოვოთ, რომ მომდევნო ბაშოზე ქართველი გაცილებით დამაჯერებლად იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები