Aa
Aa
27 ივლისი 2020  |  11:56

WTA-მ წლის შემაჯამებელი ტურნირიც ოფიციალურად გააუქმა

ქალთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი გაუქმებულია. WTA-მ ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და ოფიციალურად გამოაცხადა.

23 ივლისს გავიგეთ, რომ ჩინეთში წელს გასამართი ყველა საჩოგბურთო შეჯიბრება გაუქმდა, მათ შორის ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირიც იყო, მაგრამ კულუარულად იწერებოდა, რომ არ იყო გამორიცხული, კონკრეტულად ეს გათამაშება სხვა ლოკაციაზე ჩაეტარებინათ.

„სამწუხაროდ, ჩინეთის ყველა ტურნირის გაუქმება შენჟენის ქალთა შემაჯამებელსაც ეხება. ბუნებრივია, ასევე ანულირებულია ამ ტურნირზე გასასვლელად სპეციალურად შექმნილი რეიტინგიც. ჩვენ პატივს ვცემთ ჩინური მხარის ამ გადაწყვეტილებას იმედი გვაქვს, ამ ქვეყანაში მომდევნო სეზონში დავბრუნდებით“, - წერია WTA-ს ოფიციალურ განცხადებაში.

ჩინეთის მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის ბოლომდე ამ ქვეყანაში გასამართი ყველა საერთაშორისო სპორტული აქტივობა გაუქმებულია. ეს კი ნიშნავს, რომ მამაკაცთა კალენდრიდან - 4-ის, ხოლო ქალთა კალენდრიდან 7 ტურნირის ამოშლა მოუწიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები