უვატენაგე - ტოჩინოშინის მეოთხე და ეფექტური გამარჯვება
Aa
Aa

უვატენაგე - ტოჩინოშინის მეოთხე და ეფექტური გამარჯვება

ივლისის ბაშოს მე-6 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კოტოშოგიკუ იყო, ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, საერთო ჯამში კი 6 შეხვედრიდან ქართველის ანგარიშზე 4 გამარჯვებაა.

ამ შეხვედრამდე კოტოშოგიკუ ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინს 25-10-ს ამარცხებდა. კოტოშოგიკუ ქართველის მსგავსად ექს-ოძეკია.

ლევანმა მორიგი ეფექტური გამარჯვება გაიფორმა და უხერხულ მეტოქეს უვატენაგეს ილეთით სძლია.

ლევან გორგაძემ ივლისის ბაშოს საწყისი სამი დაპირისპირებიდან ორი დათმო და ერთ შეხვედრაში გაიმარჯვა. ივლისის ბაშოს პირველ დღეს მე-11 მაეგაშირა შიმანოუმი იორიკირის ილეთით დაამარცხა. ივლისის ბაშოს მეორე დღეს, ტოჩინოშინი ნაცნობ მეტოქეს, მე-10 მაეგაშირა კაისეის დაუპირისპირდა და ბევრისთვის მოულოდნელად იორიკირის ილეთით დამარცხდა.

გასული სამი ორთაბრძოლა ტოჩინოშინის გამარჯვებით დასრულდა.  ივლისის ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინი მე-16 მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა და მე-2 გამარჯვება გაიფორმა.  მე-5 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა სადანოუმი იყო, რომელიც ლევანმა ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა და მე-3 გამარჯვება გაიფორმა.

„ტოჩიმ“ ბრძოლა აქტიურად დაიწყო, შემდეგ მეტოქემ შეტევა და მისი დოჰიოდან გადაყვანა სცადა, თუმცა საბოლოოდ მის მიღმა თავად სადანოუმი აღმოჩნდა. გორგაძემ კვლავ დამაჯერებლად იბრძოლა და დამსახურებულად მოიგო.

მსგავსი სიახლეები