ხარაიშვილმა გაიტანა - გიოტებორგმა აუტსაიდერი ვერ დაამარცხა
Aa
Aa

ხარაიშვილმა გაიტანა - გიოტებორგმა აუტსაიდერი ვერ დაამარცხა

შვედეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში გიორგი ხარაიშვილის „გიოტებორგი“ ბოლოადგილოსან „ფალკენბერგსს“ დაუპირისპირდა და ერთ ქულას დასჯერდა.

მატჩი 2-2 დასრულდა და მასპინძელთა მხრიდან ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა. ხარაიშვილი კარლსონის ბრწყინვალე გადაცემით ისარგებლა და საკუთარი გუნდი მე-9 წუთზე დააწინაურა.

მეორე ტაიმში „გიოტებორგმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა 2-ბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. სტუმრებმა ჩამორჩენა 73-ე წუთზე შეამცირეს, ხოლო 95-ზე ანგარიში გაათანაბრეს.

ცნობისთვის, ხარაიშვილმა მე-8 შეხვედრაში მეორე გოლი შეაგდო. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა კი ზედიზედ მესამე ფრე გაიფორმა და 11 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები