კვარაცხელიას მორიგი აღიარება - ქართველი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაასახელეს
Aa
Aa

კვარაცხელიას მორიგი აღიარება - ქართველი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაასახელეს

„რუბინის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მოხვდა.

ყაზანურმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ, თავის ოფიციალურ საიტზე 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო და ქომაგებს არჩევანის გაკეთება 9 მოთამაშეს შორის შეეძლოთ.

გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად, „რუბინმა“ 2019-20 წლების სეზონის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა: გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, მეკარე იური დიუპინი და მცველი ფილიპ ურემოვიჩი.

„ხვიჩა კვარაცხელია სეზონის განმავლობაში Матч Премьер-ის ექსპერტთა ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე 5-ჯერ გახდა, სამი გოლი გაიტანა, სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, ორი თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით ლიგაში მეორე იყო“, - წერია „რუბინის“ ოფიციალურ საიტზე.

შეგახსენებთ, რომ ყაზანურმა კლუბმა ახლახანს დასრულებულ სეზონში 35 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები