ცუკიოტოში - ტოჩინოშინმა ზედიზედ მე-2 ბრძოლა მოიგო
Aa
Aa

ცუკიოტოში - ტოჩინოშინმა ზედიზედ მე-2 ბრძოლა მოიგო

ივლისის ბაშოს მე-5 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა სადანოუმი იყო, რომელიც ლევანმა ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა და მე-3 გამარჯვება გაიფორმა.

„ტოჩიმ“ ბრძოლა აქტიურად დაიწყო, შემდეგ მეტოქემ შეტევა და მისი დოჰიოდან გადაყვანა სცადა, თუმცა საბოლოოდ მის მიღმა თავად სადანოუმი აღმოჩნდა. გორგაძემ კვლავ დამაჯერებლად იბრძოლა და დამსახურებულად მოიგო.

სადანოუმისთან ლევანს დღემდე სულ 7 ბრძოლა ჰქონდა გამართული. 4 ქართველმა მოიგო, 3-ჯერ კი დამარცხდა.

ტურნირის მე-6 დღეს ტოჩინოშინი მისთვის საკმაოდ უხერხულ მეტოქეს მე-14 მაეგაშირა კოტოშოგიკუს დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე 35-ჯერ შეხვდა და მხოლოდ 10-ჯერ დაამარცხა, 25-ჯერ კი ბრძოლა დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები