Aa
Aa

"რა უფლება მაქვს უარი ვთქვა?" - ტაისონის მეტოქე ცნობილია!

ლეგენდარული მაიკ ტაისონის რინგზე დაბრუნებას ყველა მოუთმენლად ელის. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 54 წლის „რკინის მაიკი“ შესაძლოა 51 წლის როი ჯონსს დაუპირისპირდეს.

ბრძოლა 2020 წლის სექტემბერში უნდა შედგეს და ის 8 რაუნდიანი იქნება. წონითი კატეგორია ჯერჯერობით უცნობია.

ჯონსი 2003 წელს მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან 12 რაუნდიან ბრძოლაში ჯონ რუისი გაანადგურა. იმ დროს იყო საუბრები და მოლაპარაკებები, რომ მისი მომდევნო მეტოქე მაიკ ტაისონი უნდა ყოფილიყო, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

ამჯერად, 2003 წელს დაწყებული საქმის დასრულება სავსებით რეალურია.

„რინგზე დაბრუნებას არ ვაპირებდი, თუმცა მაიკის გამო ამას ვიზამ. ამ შანსზე უარის თქმა სისულელე იქნება. უამრავი შესაძლო მეტოქიდან მან მე შემარჩია და რა უფლება მაქვს უარი ვთქვა?“

31 წლის როი ჯონსი პროფესიონლურ კრივს 2018 წელს დაემშვიდობა. მას კარიერაში ჯამში 75 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 66 მოიგო, ხოლო აქედან 47 ნოკაუტით.

„რკინის მაიკი“ კი აქტიურად ვარჯიშობს და გვარწმუნებს, რომ სისწრაფე და მრისხანება არ დაუკარგავს. 54 წლის მოკრივე ასაკის მიუხედავად საოცარ ფორმაში იმყოფება და როგორც კადრებიდან ჩანს კვლავ ძალიან სახიფათოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები