კვარაცხელია შესაძლოა
Aa
Aa

კვარაცხელია შესაძლოა "კრასნოდარში" გადავიდეს

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა კარიერა სხვა რუსულ კლუბში გააგრძელოს.

ტრანსფერის თაობაზე რუსულ მედიაში საუბრობენ. 2019 წლიდან „კრასნოდარს“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურს.

გასულ წელს „კრასნოდარის“ წარმომადგენლები მოსკოვის „ლოკომოტივის“ შეკრებაზე იმყოფებოდნენ.

მაშინ მათ ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა ეძვირათ. აღსანიშნავია,რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ხვიჩას ფასი საგრძნობლად გაიზარდა.

ქართველ ფეხბურთელს ყაზანურ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს.

„რუბინის“ მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ყაზანური კლუბის წარმატებას ქართველ შემტევზე გეგმავს.

ასევე რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია,რომ კვარაცხელიათი ესპანური კლუბიცაა დაინტერესებული.

შეგახსენებთ,რომ 2016-2018 წლებში "კრასნოდარში" ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები