ბარსელონა ტრინკაუს და პედრის ჩემპიონთა ლიგის შემდეგ წარადგენს
Aa
Aa

ბარსელონა ტრინკაუს და პედრის ჩემპიონთა ლიგის შემდეგ წარადგენს

2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ივლისის ბოლოს (ზოგგან აგვისტოს დასაწყისში) გაიხსნება და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. „ბარსელონა“ ერთ-ერთი მათგანი იქნება, რომელიც შემადგენლობის გასაძლიერებლად აქტიურ სამუშაოებს ჩაატარებს. როგორც მოგეხსენებათ, „ბარსამ“ უკვე გაიფორმა მირალემ პიანიჩი, რომელიც გუნდს აგვისტოს ბოლოს უნდა შეუერთდეს.

Tribuna-ს ინფორმაციით, კატალონიელები თავის საკუთრებაში მყოფ ორ ტალანტს ფრანციშკუ ტრინკაუს (20 წლის) და პედრის (17 წლის) ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ წარადგენს.

ტრინკაუ ამ მომენტისთვის „ბრაგაში“ ასპარეზობს, ხოლო პედრი „ლას პალმასში“. ორივე მათგანი ამპლუით გარემარბი გახლავთ.

ტრინკაუმ პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 37 მატჩში 9 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, ხოლო პედრიმ "ლას პალმასთან" ერთად ლა ლიგა 2-ში 34 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანდა 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ბარსელონამ“ ისინი ჯერ კიდევ ზამთარში გაიფორმა. პრესაში იყო ვარაუდები, რომ მათ გაანათხოვრებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, კლუბი მათზე გეგმებს აწყობს.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის დასრულებისას (ფინალი 23 აგვისტოს), ან როდესაც კიკე სეტიენის გუნდი ტურნირს გამოეთიშება, „ბარსას“ 3 ახალი მოთამაშე შეუერთდება, თუმცა კლუბი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და კიდევ რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები