Aa
Aa
12 ივლისი 2020  |  10:34

UFC 251: მთავარ ბრძოლაში უსმანმა მასვიდალი დამაჯერებლად დაამარცხა

UFC 251-ის ფარგლებში გულშემატკივარმა ძალიან საინტერესო დაპირისპირება იხილა. ''მებრძოლთა კუნძულზე'' მთავარი ბრძოლა 32 წლის ნიგერიელ კამარუ უსმანსა და 35 წლის ამერიკელ ხორხე მასვიდალს შორის შედგა. მსაჯთა ერთობლივი გადაწყვეტილებით გამარჯვებული კამარუ უსმანი გახდა, თითოეული რაუნდი მისი დომინირებით მომდინარეობდა, რაც მსაჯთა გადაწყვეტილებაზეც აისახა: 49:46, 50:45, 50:45.

UFC-ში მოქმედ მებრძოლთა შორის მხოლოდ ორმა შეძლო ზედიზედ 12 ბრძოლის მოგება, ხაბიბ ნურმაგომედოვთან ერთად  ამ სერიის ავტორი კამარუ უსმანიც გახდა. ასევე საინტერესოა, რომ უსმანმა კარიერაში მე-18 ბრძოლა მოიგო, მათგან მისი გამარჯვებით 17 დასრულდა.

დღევანდელი მარცხი მასვიდალისთვის რიგით მე-14 აღმოჩნდა, ხოლო მისი გამარჯვებების რაოდენობა 35-ს შეადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბიორნსს კორონავირუსი დაუდასტურდა, ბრძოლამდე 6 დღით ადრე კამარუ უსმანის მეტოქე შეიცვალა და მის წინაშე მასვიდალი წარდგა.

საინტერესოა რა ოდენობის თანხა გამოიმუშავა გამარჯვებულმა მებრძოლმა. გარანტირებული ჰონორარის სახით კამარუ უსმანს ნახევარი მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა, რასაც 15 000 აშშ დოლარი სასპონსორო ბონუსის სახით დაემატება.

მასვიდალი გარანტირებული ჰონორარის სახით 350 000 აშშ დოლარს მიიღებს. მისი სასპონსორო ბონუსი 10 000 აშშ დოლარს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები