Aa
Aa
9 ივლისი 2020  |  10:16

"რბოლისას ასაკს მნიშვნელობა არ აქვს" - რენომ ალონსო წარადგინა

ფერნანდო ალონსომ დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. „რენომ“ ესპანელ პილოტთან თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა და იგი გუშინ მედიას წარუდგინა.

„მრბოლელთა კლასიფიკაცია მათი დაბადების თარიღის მიხედვით არასდროს მქონია, რადგან რბოლისას ყველაფერი წამზომზეა დამოკიდებული და არა - ასაკზე.

გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ვეცდები, მას არა მხოლოდ ძრავის მართვისას, არამედ მის მიღმაც ჩემი გამოცდილებით დავეხმარო. ჩემს საუკეთესო თვისებებს გამოვავლენ იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვოს“.

ალონსო აქტიურ სპორტს 2-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. მან „რენოსთან“ 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა და ფორმულა 1-ში 2021 წლის სეზონიდან ვიხილავთ. გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, „რენოში“ მისი წლიური ანაზღაურება 10-დან 15 მილიონ ევრომდე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები