ჭიდაობაში 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ბელგრადში გაიმართება
Aa
Aa
7 ივლისი 2020  |  15:00

ჭიდაობაში 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ბელგრადში გაიმართება

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 12-20 დეკემბერს ბელგრადში გაიმართება. ამავე პერიოდში ბელგრადი კიდევ ერთ ტურნირს უმასპინძლებს, მსოფლიოს ჩემპიონატს იუნიორთა შორის. ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა.

მიმდინარე წელს ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა არ იგეგმებოდა, თუმცა ოლიმპიადის გადადების გამო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გეგმა შეცვალა.

მოჭიდავეთა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს გასული წლის სექტემბერში ნურსულთანმა (ყაზახეთი) უმასპინძლა. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონები ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი გახდნენ, ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონობა ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ იზეიმეს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები