Aa
Aa

მესი და საგოლე პასები - პირადი რეკორდი ლა ლიგაში

ლა ლიგის 34-ე ტურში, „ბარსელონამ“ სტუმრად „ვილიარეალი“ 4:1 დაამარცხა და ლიდერ „რეალთან“ 4-ქულიანი სხვაობა შეინარჩუნა.

შეხვედრაში ორი საგოლე პასი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელმაც ლა ლიგის ერთ სეზონში შესრულებული ასისტების პირადი რეკორდი დაამყარა. „ლა პულგამ“ ჯერ - სუარესს, შემდეგ კი გრიზმანს გაატანინა და მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 19 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

აქამდე მესის სეზონური რეკორდი 18 საგოლე გადაცემა იყო, ამდენი პასი მან 2-ჯერ: 2010-11 და 2014-15 წლების სეზონებში მიითვალა. საერთო ჯამში, არგენტინელს ლა ლიგის ისტორიაში 181 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული, რაც ტურნირის სარეკორდო შედეგია.

მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა ლუის სუარესსაც, რომელმაც „ბარსას“ მაისურით ყველა ტურნირზე 194-ე გოლი შეაგდო და ლასზლო კუბალას გაუთანაბრდა. კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მათზე წინ 232-გოლიანი სეზარი და 630-გოლიანი მესი არიან.

„ბლაუგრანა“ მომდევნო შეხვედრას 8 ივლისს, საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ „ესპანიოლთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები