კარლოს ტოპ 11 - ანჩელოტიმ რონალდუ გუნდს მიღმა დატოვა
Aa
Aa

კარლოს ტოპ 11 - ანჩელოტიმ რონალდუ გუნდს მიღმა დატოვა

„ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეადგინა ტოპ 11, რომელშიც მოხვდნენ ის ფეხბურთელები, რომლებთანაც მას უმუშავია.

ანჩელოტის გუნდი რა თქმა უნდა მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა მასში კრიშტიანუ რონალდუ ვერ მოხვდა, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

იტალიელი სპეციალისტის რჩეულთა სია ასე გამოიყურება: ბუფონი, კაფუ, ტიაგო სილვა, ჯონ ტერი, პაოლო მალდინი, ფრენკ ლამპარდი, ზინედინ ზიდანი, ანდრეა პირლო, კაკა, ანდრეი შევჩენკო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მართალია, ანჩელოტის „რეალში“ რონალდუსთან ერთად მხოლოდ 2 სეზონი აქვს გატარებული, თუმცა ამ დროში მან გუნდს ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მეათედ მოაგებინა და რონალდუს სათამაშო სტილის შეცვლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამ ყველაფრის ფონზე პორტუგალიელის თამაშგარეში დატოვება ნამდვილად უცნაური იყო.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ გუნდს მიღმა ბრაზილიელმა რონალდომაც დატოვა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები