რონალდოს ტოპ 11 - ყველა დროის გუნდში კრიშტიანუ ვერ მოხვდა
Aa
Aa

რონალდოს ტოპ 11 - ყველა დროის გუნდში კრიშტიანუ ვერ მოხვდა

დღეს, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო ნაზარიო, იგივე „ფენომენი“ 43 წლის გახდა.

ესპანურმა გამოცემა AS-მა „კიჭას“ მიერ დასახელებული ყველა დროის საუკეთესო 11 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.

საინტერესოა, რომ გუნდში ადგილი ვერ მოიძებნა კრიშტიანუ რონალდუსთვის, სამაგიეროდ მასში არის ლეო მესი.

რაც შეეხება მთლიანად გუნდს, რონალდოს გუნდის კარს ჯანლუიჯი ბუფონი იცავს, დაცვაში კანავარო-მალდინი და კაფუ-კარლოსი იმყოფებიან.

ნახევარდაცვის ცენტრში პირლო და ზიდანი, ფლანგებზე მესი და მარადონა, ფორვარდებად კი პელე და თავად „კიჭა“ არიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, თავისი საუკეთესო თერთმეტეული ზინედინ ზიდანმაც დაასახელა, სადაც კრიშტიანუ რონალდუ ასევე არ იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები