ჯეკო იუვენტუსში, კავანი რომაში - ყველა კმაყოფილი უნდა დარჩეს
Aa
Aa

ჯეკო იუვენტუსში, კავანი რომაში - ყველა კმაყოფილი უნდა დარჩეს

სატრანსფერო სეზონი ნელ-ნელა ხურდება. „რომა“ და „იუვენტუსი“ თავდასხმაში ცვლილებებს გეგმავენ. რომაელები თავისუფალი აგენტის ედინსონ კავანის გაფორმებას შეეცდებიან, რომელიც სავარაუდოდ გუნდიდან წასასვლელად გამზადებულ ედინ ჯეკოს შეცვლის.

ბოსნიელი ფორვარდის შეძენას ტურინის „იუვენტუსი“ ცდილობს, რომელიც გონსალო იგუაინის პოზიციაზე ახალ სათადარიგო ფორვარდს ეძებს.

„რომას“ ფინანსურად სახარბიელო მდგომარეობა არ აქვს, ამიტომ ისინი ტურინელთათვის ჯეკოს დათმობას გეგმავენ და სანაცვლოდ თავისუფალ აგენტს ედინსონ კავანის გაიფორმებენ.

მიმდინარე სეზონში 34 წლის ჯეკომ 35 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

25 ივნისს, ბოსნიელი „რომას“ ისტორიაში ხუთ საუკეთესო ბომბარდირს შორის მოხვდა, მის ანგარიშზე 104 გოლია.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ევროპაში ჩემპიონატების დასრულების შემდეგ, ანუ ივლისის ბოლოდან გაიხსნება და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები