კოლბი კოვინგტონი: „მასვიდალს ბოლოს მოვუღებ და პირდაპირ მორგში გავგზავნი“
Aa
Aa

კოლბი კოვინგტონი: „მასვიდალს ბოლოს მოვუღებ და პირდაპირ მორგში გავგზავნი“

UFC-ის დროებითი საჩემპიონო ქამრის ყოფილმა მფლობელმა, კოლბი კოვინგტონმა UFC-ის პრეზიდენტს, დეინა უაითს მიმართა და ხორხე მასვიდალის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება სთხოვა.

„ვიცი, რომ უაითს ქუჩის იუდასთან, ხორხე მასვიდალთან დაპირისპირება აქვს. დეინა, შენ მშვენივრად მოგეხსენება ვის უნდა მიმართო. დამირეკე და ყველაფერს მოვაგვარებ.

ქუჩის იუდას ბოლოს მოვუღებ და პირდაპირ მორგში გავგზავნი. ისე გავანადგურებ, რომ ოქტაგონზე გასვლას ვეღარასდროს შეძლებს. მასვიდალს პრობლემები ფულთან დაკავშირებით კი არ აქვს, უბრალოდ ძალიან მშიშარაა“.

შეგახსენებთ, რომ კოლბი კოვინგტონმა ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამარი 2018 წლის 9 ივნისს, რაფაელ დოს ანიოსის ძლევის შემდეგ დაისაკუთრა.

2019 წლის 14 დეკემბერს ამერიკელმა მებრძოლმა საჩემპიონო შერკინებაში მიიღო მონაწილეობა და კამარუ უსმანს დაუპირისპირდა. „ნიგერიელმა კოშმარმა“ იგი მე-5 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები