ღირსეული ჟესტი - ჯოკოვიჩი ნოვი-პაზარში მდებარე კლინიკას დაეხმარა
Aa
Aa
1 ივლისი 2020  |  22:13

ღირსეული ჟესტი - ჯოკოვიჩი ნოვი-პაზარში მდებარე კლინიკას დაეხმარა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ნოვი-პაზარში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოს 40 000 ევროთი დაეხმარა. ნოვი-პაზარი სერბეთში კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერაა და Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

სერბული პრესის ინფორმაციით, „ნოლე“ კლინიკის ხელმძღვანელებს პირადად დაუკავშირდა და მათ დახმარება შესთავაზა. როგორც ირკვევა, ჯოკოვიჩის ფონდი კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის საჭირო საშუალებებს, მედიკამენტებსა და სამედიცინო აღჭურვილობას შეიძენს.

შეგახსენებთ, რომ საგამოფენო ტურნირის ორგანიზების გამო, რომელზეც რამდენიმე ჩოგბურთელი Covid-19-ით დაინფიცირდა, ჯოკოვიჩს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. „ნოლეს“ მოწინააღმდეგეები რადიკალურ ქმედებებსაც არ მოერიდნენ და ხორვატიის ქალაქ სპლიტში ხულიგნებმა მას სიკვდილი უსურვეს, თუმცა სერბული პრესის აზრით, ეს უფრო ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას უკავშირდება, ვიდრე ჯოკოვიჩს.

როგორც მოგეხსენებათ, Adria Tour-ის შემდეგ კორონავირუსი ჯოკოვიჩს, მის მეუღლეს, გორან ივანიშევიჩს, გრიგორ დიმიტროვს, ბორნა ჩორიჩსა და ვიქტორ ტროიცკის დაუდგინდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები