„ორჯერ დავაგდე და ქვითინებდა
Aa
Aa

„ორჯერ დავაგდე და ქვითინებდა" - უაითი ფიურისთან გამართულ სპარინგს იხსენებს

ბრიტანელმა მოკრივემ, დილიან უაითმა ტაისონ ფიურის წინააღმდეგ გამართული სპარინგები გაიხსენა. უაითი Talksports-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ „ბოშათა მეფესთან" პრობლემები არ ჰქონია.

„ფიური დევიდ ჰეისთან ბრძოლისთვის ემზადებოდა და მისმა მწვრთნელმა დაავალა, ჩემთან ზუსტად იმ ტაქტიკით ეჩხუბა, რომელიც ჰეის წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინა.

ფიური ჩემზე ზეწოლას ახორციელებდა და ცდილობდა კუთხეში მივემწყვდიე, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მას ძლიერ დარტყმებს ვაყენებდი, კონტრშეტევებს ვახორციელებდი და რამდენჯერმე რინგზეც დავაგდე.

მახსოვს, იმ დღეს ნოკდაუნში ორჯერ ჩავაგდე. ამის გამო ფიური იმედგაცრუებული იყო და ქვითინებდა. შემდეგ კი, თავისივე მწვრთნელმა უთხრა: „მისმინე, თუ ჰეისთან ბრძოლაში იგივე სტილში იჩხუბებ, ის აუცილებლად დაგანოკაუტებს. ადექი და შეცდომები გამოასწორე“.

შეგახსენებთ, რომ ფიურისა და უაითს შორის დაძაბული ვითარებაა. „ბოშათა მეფის“ მიხედვით, დილიანი მხოლოდ ენტონი ჯოშუასთან წაგებული ბრძოლითაა ცნობილი. უაითი კი, სპარინგებს იხსენებს და ამბობს, რომ ფიურის მის წინააღმდეგ შანსი არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები