ღირსეული საქციელი - მაგნუს კარლსენმა მეტოქეს მოაგებინა
Aa
Aa

ღირსეული საქციელი - მაგნუს კარლსენმა მეტოქეს მოაგებინა

ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა, ონლაინ ტურნირში, ჩინელ დიდოსტატ დინგ ლირენს მესამე სვლაზე ლაზიერი მოაკვლევინა და მეოთხე სვლაზე დანებდა.

ნორვეგიელმა დიდოსტატმა ეს სპეციალურად გააკეთა, რადგან მათ შორის პირველ პარტიაში, აშკარა საყაიმო პოზიციის დროს, ჩინელს ინტერნეტი გაეთიშა და ამის გამო მსაჯებმა ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ ტურნირზე, "Chessable Master"-ზე საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდია.

ნახევარფინალური ეტაპი ხვალამდე გაგრძელდება. მეორე დაპირისპირებაში ერთმანეთს ნიდერლანდელი ანიშ გირი და რუსი იან ნეპომნიაში ხვდებიან

ონლაინ ტურნირს ფინალური ეტაპი 3-5 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები