ვერნერი ამბობს, თუ რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ლამპარდმა მის არჩევანზე
Aa
Aa

ვერნერი ამბობს, თუ რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ლამპარდმა მის არჩევანზე

„ჩელსის“ ახალწვეულმა ტიმო ვერნერმა Sky Sports-თან საუბრისას ლონდონელებთან მოლაპარაკებები გაიხსენა და აღნიშნა, თუ რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ფრენკ ლამპარდმა მის არჩევანზე.

„დისკუსიები და მოლაპარაკებები „ჩელსის“ წარმომადგენლებთან იმდენად საინტერესო იყო, რომ საბოლოოდ არჩევანი მათზე შევაჩერე.

ფრენკ ლამპარდმა მითხრა, რომ თუ არჩევანს მათზე შევაჩერებდი, „ჩელსიში“ თავს ისევე კომფორტულად ვიგრძნობდი როგორც „ლაიპციგში“.

მოლაპარაკებებისას საუბარში ის ჩემ მიმართ დიდ ინტერესს ავლენდა და როგორც პერსონას დიდად მაფასებდა - მას ჩემი გადაბირება ძალიან უნდოდა.

რთულია იმ ოაზისზე უარი თქვა, რაც „ლაიპციგში“ მაქვს, თუმცა კარიერაში მომდევნო ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია.

ეს სეზონი ჩემთვის შესანიშნავი იყო. რაღაც ახალი ავირჩიე და იმედი მაქვს, რომ ჩემი სათამაშო ფორმა მომავალშიც ასეთივე იქნება“.

თავად ფრენკ ლამპარდი კი გუნდის გაძლიერებასა და მასზე ზეწოლის გაზრდას მიესალმება:

ჩვენ გეგმას მხარს ვუჭერ და ზეწოლის გაზრდის წინააღმდეგი არ ვარ. ზიეჩისა და ვერნერის შეძენის შემდეგ, გუნდი ცალსახად გაძლიერდა და მე მზად ვარ ჩემი წილი პასუხისმგებლობა ვიტვირთო. ზეწოლის ამგვარად გაზრდა ნორმალურია“.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ტიმო ვერნერი „ლაიპციგიდან“ 47,5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები