კანადა და გერმანია ოლიმპიური ქარტიის
Aa
Aa

კანადა და გერმანია ოლიმპიური ქარტიის "წესი 50"-ის შეცვლას ითხოვენ

კანადის სპორტული ეთიკის ცენტრი და გერმანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) მოუწოდებს, შეცვალოს ოლიმპიური ქარტიის „წესი 50", რომელიც ოლიმპიური თამაშებისას არენებზე თუ ობიექტებზე კრძალავს პოლიტიკური აქციის ნებისმიერ გამოვლინებას.

რასობრივი თანასწორობის საპროტესტო მოძრაობის ფონზე, სპორტის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეეზღუდოთ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ათლეტებს. საუბარია ღირებულებათა სისტემაზე, რაც ადამიანის უფლებათა საერთო დეკლარაციით არის მხარდაჭერილი.

უფლებადამცველთა აზრით, აკრძალვა უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ გენოციდის და სიძულვილის პროპაგანდაზე , რაც წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასთან.

საგულისხმოა, რომ უფრო ადრე მსგავსი წინადადებით გამოვიდნენ აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. მაშინ, IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა პირობა დადო, რომ ათლეტთა კომისიასთან კონსულტაციების შემდეგ აღნიშნულ საკითხზე იფიქრებდნენ.

ოლიმპიური ქარტიის „წესი 50"-ის თანახმად, ოლიმპიურ ობიექტებზე, ასპარეზობათა ჩატარების ადგილებში და სხვა ოლიმპიურ ზონებში იკრძალება ნებისმიერი დემონსტრაცია ან პოლიტიკური, რელიგიური თუ რასობრივის ხასიათის პროპაგანდა, ამავე ხასიათის  მქონე ნებისმიერი ჟესტის გამოხატვა, მათ შორის, მუხლზე დადგომა, ზონარის ტარება, მინაწერების და ტატუს წარმოჩენა, ოფიციალური ცერემონიათა პროტოკოლის დარღვევა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები