Aa
Aa

უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ფლორიდაში - NBA დასაბრუნებლად ემზადება

ESPN-ის ინფორმაციით, NBA-მ გუნდებს შეატყობინა, რომ სეზონის განახლების შემდეგ, ორლანდოში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნება მიღებული. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ადგილობრივი და ფედერალური ორგანოების წარმომადგენლებთან და სპეციალური ოპერაციების ძალების ყოფილ წევრებთან ითანამშრომლებს.

ESPN-ის მიხედვით, სამართალდამცველები კამპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნებიან მობილიზებული და მის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. სასტუმროები და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების ადგილები საშვის არმქონე პირებისთვის დახურული იქნება. ამასთან ერთად, ჰოუმლენდისა და უოლტ დისნეის დასვენების მსოფლიო ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები სოციალურ ქსელებს გააკონტროლებენ და შესაძლო საფრთხეების აღმოჩენას შეეცდებიან.

ცნობილი გახდა ისიც, რომ გუნდები ორლანდოში 7, 8 და 9 ივლისს გაემგზავრებიან. 7 ივლისს „ორენჯ სტეიტში“ „ბრუკლინი“, „დენვერი“, „ორლანდო“, „ფინიქსი“, „იუტა“ და „ვაშინგტონი“ ჩავლენ. 8 ივლისს მათ „ბოსტონი“, „დალასი“, „კლიპერსი’, „მემფისი“, „მაიამი“, „ნიუ ორლეანი“, „ოკლაჰომა“ და „საკრამენტო“, ხოლო 9 ივლისს „ჰიუსტონი“, „ინდიანა“, „ლეიკერსი“, „მილუოკი“, „ფილადელფია“, „პორტლენდი“, „სან ანტონიო“ და „ტორონტო“ შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ NBA 30 ივლისს დაბრუნდება. პლეიოფების პირველი რაუნდი აგვისტოს ბოლოსკენაა ჩანიშნული, ხოლო ფინალური სერია ყველაზე გვიან 13 ოქტომბერს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები