ჰოლიფილდი: „ენდი რუის ჯუნიორმა მიმახვედრა, რომ დრო იყო კარიერა დამესრულებინა“
Aa
Aa

ჰოლიფილდი: „ენდი რუის ჯუნიორმა მიმახვედრა, რომ დრო იყო კარიერა დამესრულებინა“

ლეგენდარულმა მოკრივემ, ევანდერ ჰოლიფილდმა ენდი რუის ჯუნიორის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მექსიკელი ძალიან დაეხმარა. ჰოლიფილდის მიხედვით, სწორედ ენდი რუის ჯუნიორმა მიახვედრა, რომ დრო იყო კარიერა დაესრულებინა.

„როცა ენდი რუის ჯუნიორის წინააღმდეგ სპარინგებს ვმართავდი, ის 19 წლის იყო და რამდენჯერმე ისე ძლიერად დამარტყა, რომ მივხვდი დრო იყო კარიერა დამესრულებინა.

ისეთ ასაკში არ ვიყავი, როცა გგონია, რომ ისეთი მეტოქის წინააღმდეგ ჩხუბს აზრი არ აქვს, რომელსაც იცი, რომ გამოცდილების ხარჯზე დაამარცხებ, მაგრამ მას სისწრაფე ჰქონდა, მე კი, სისწრაფეს ვკარგავდი“.

ჰოლიფილდს 2011 წლის შემდეგ არ უჩხუბია. ბოლოს იგი დანიელ მოკრივეს, ბრიან ნილსენს დაუპირისპირდა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ევანდერს კარიერაში 57 ბრძოლა აქვს გამართული და სასურველ შედეგს 44-ჯერ მიაღწია, 10-ჯერ კი რინგი დამარცხებულმა დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები