ნოვაკ ჯოკოვიჩს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
Aa
Aa
23 ივნისი 2020  |  16:10

ნოვაკ ჯოკოვიჩს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ასევე ვირუსი მის ცოლს ელენას აღმოაჩნდა. საბედნიეროდ ნოლეს შვილები ჯანმრთელები არიან.

ნოვაკ ჯოკოვიჩი დიმიტროვის და ტროიცკის შემდეგ მესამე ჩოგბურთელია,რომელიც ზადარში გამართული ტურნირის შემდეგ დაინფიცირდა. ვირუსი ტროიცკის ორსულ ცოლსაც დაუდგინდა.

ტურნირის მიმდინარეობის დროს კოვიდ-19 ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელსაც დაუდგინდა, თუმცა თავად ჩოგბურთელი ტესტის ჩაბარებაზე უარს აცხადებდა.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი პროფესიონალი ჩოგბურთელი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, ხორვატი ბორნა ჩორიჩია. ტესტი ჩაუტარდა მარინ ჩილიჩსაც, თუმცა მისმა შემოწმებამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები