ბაიერნის გამარჯვება, ფლიკის რეკორდი და ლევანდოვსკის ისტორიული შედეგები
Aa
Aa

ბაიერნის გამარჯვება, ფლიკის რეკორდი და ლევანდოვსკის ისტორიული შედეგები

ბუნდესლიგის 33-ე ტურში, აწ უკვე ჩემპიონმა მიუნხენის „ბაიერნმა“ „ფრაიბურგს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. „რეკორდმაისტერმა“ ხსენებულ შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა, მათ შორის რეკორდიც.

გუნდის ამჟამინდელი დამრიგებლის ჰანს-დიტერ ფლიკის ხელში, „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის ეგიდით გამართული მიჯრით 15 მატჩი მოიგო, რაც კლუბის ყველა დროის რეკორდია.

შეხვედრაში ბოლო გოლის ავტორი რობერტ ლევანდოვსკი კი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი არაგერმანელი ფეხბურთელი გახდა, რომელმც ერთ კალენდარულ სეზონში 31 გოლზე მეტის გატანა შეძლო.

პოლონელი ფორვარდი, „ბაიერნის“ ისტორიაში, ერთ კალენდარულ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით, ყველა დროის ბომბარდირთა შორის მე-5 პოზიციაზე გადავიდა. მის ანგარიშზე ამჟამად 33 ბურთია და მასზე წინ სიაში პირველ სამ ადგილს გერდ მიულერი იკავებს, მეოთხე პოზიციას კი დიტერ მიულერი.

შეგახსენებთ, რომ „რეკორდმაისტერმა“ ბუნდესლიგა ისტორიაში ოცდამეათედ მოიგო. ზოგადად კი ეს მათი მიჯრით მე-8 საჩემპიონო ვერცხლის სინი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები