ბასილაშვილის ოჯახი ყოფილ რძალს მიმართავს - „გამოაქვეყნონ ძალადობის ამსახველი კადრები“
Aa
Aa

ბასილაშვილის ოჯახი ყოფილ რძალს მიმართავს - „გამოაქვეყნონ ძალადობის ამსახველი კადრები“

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი ყოფილ რძალს, ნელი დოროყაშვილს მიმართავს და იმ ვიდეომასალის გამოქვეყნებას ითხოვს, რომელზეც ქართველი ჩოგბურთელის მიერ ჩადენილი დანაშაულია ასახული.

ბრალდებულის ოჯახი თითქმის დარწმუნებულია, რომ კადრები რომლებზეც დიდი ხანია საუბრობენ, არ არსებობს. მომხდარის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა, რუსთავი 2-ს ესაუბრა და განაცხადა: „თუ მათ აქვთ კადრები, სადაც ნიკას ძალადობის ფაქტები იკვეთება, ძალიან ვთხოვთ, რომ ეს კადრები გამოაქვეყნონ. მათ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და აპელირებენ, რომ მათ აქვთ ეს კადრები და ამ კადრებს გამოიყენებენ“.

ნელი დოროყაშვილმა ყოფილ მეუღლეს 21 მაისს უჩივლა. თენგო ბასილაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას იმ დღეს განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა: „ქალბატონი ნელი ჩვენთან სახლში მოვიდა. აქამდე ის დაუკითხავად არასდროს მოსულა. მოვიდა, გამოლანძღა ჩვენი ოჯახის წევრები და ძალიან უხეში და უწმაწური სიტყვები გამოიყენა დედაჩემის მიმართ, შემდეგ კი, მამაჩემის მიმართ. ის წავიდა ძალიან მშვიდად, რაც სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს და პოლიციაში განცხადება დაწერა, რომ ვითომ ნიკამ სცემა. ნიკა პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა, რადგან უნდოდა განცხადების დაწერა იმის თაობაზე, რომ ადამიანი სახლში ასე უკითხავად შემოგვეჭრა“.

შეგახსენებთ,რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი პროკურატურამ ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლე ნელი დოროყაშვილზე ფიზიკურად იძალადა. 24 მაისს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და ჩოგბურთელი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები