Aa
Aa

"ფედერერის დამარცხებამ უდიდესი თავდაჯერება მომცა" - ვავრინკა 2015 წლის გაროსს იხსენებს

დიდი სლემის ტურნირების სამგზის ჩემპიონმა სტენ ვავრინკამ 2015 წლის „როლან გაროსის“ ამბები გაიხსენა. სტენის განცხადებით, იმ ტურნირზე ფედერერის დამარცხებამ მას თავდაჯერება შეჰმატა.

„დიდი სლემის ტურნირებზე იქამდე როჯერი დამარცხებული არ მყავდა, ამის გაკეთებამ კი უდიდესი თავდაჯერება მომცა.

ფინალის წინა ღამეს ბედნიერი და მოდუნებული ვიყავი. თუმცა, მატჩის დაწყებამდე ავნერვიულდი, რადგან გამახსენდა, როგორ ვუყურებდი ბავშვობაში „როლან გაროსის“ ფინალებს და როგორ ვოცნებობდი იქ მოხვედრაზე.

უცნაური იყო, მაგრამ როცა ნოვაკმა პირველი ჩაწოდება დაიწყო, თავი ძალიან კარგად ვიგრძენი და ეს ჩემს თამაშზეც აისახა. ჩემი შესაძლებლობების ზღვარზე ვთამაშობდი და შემდეგაც ასევე გავაგრძელე“.

ვავრინკამ ჯოკოვიჩს „როლან გაროსის“ 2015 წლის ფინალში 4 სეტში მოუგო და სერბს „კარიერული სლემის“ შესრულება კიდევ 1 წლით გადაედო. თავად სტენს „როლან გაროსის“ გარდა ავსტრალიისა და ამერიკის ღია პირველობები აქვს მოგებული და „კარიერული სლემისთვის“ უიმბლდონის მოგება აკლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები