Aa Aa
6 ივნისი 2020  |  12:02

ბრეშამ სუპერ მარიოს კონტრაქტი გაუწყვიტა

იტალიური მედიის ცნობით ''ბრეშამ'' მარიო ბალოტელისთან კონტრაქტი გაწყვიტა. მიზეზი ვარჯიშზე გამოუცხადებლობაა. Gazzetta dello Sport-ის ცნობით კლუბის პრეზიდენტმა მასიმო სელინომ ფეხბურთელს კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტი გაუგზავნა.

ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა სერია ა-დან გავარდნის შემთხვევაში კონტრაქტი ავტომატურად გაწყდებოდა.

20-გუნდიან ლიგაში ''ბრეშა'' 16 ქულით ბოლო ადგილზეა და ელიტარული ლიგის დატოვების უპირველესი კანდიდატია.

29 წლის თავდამსხმელმა 2019-20 წლების სეზონში სერი ა-ში 19 მატჩში 5 გოლი შეაგდო.

შეგახსენებთ, ბალოტელი მილანის ''ინტერის,'' ''მანჩესტერ სიტის,'' ''მილანისა'' და ''ლივერპულის'' ყოფილი ფეხბურთელია. 2016-19 წლებში ფრანგულ ლიგა 1-ში ''ნიცასა'' და ''მარსელში'' თამაშობდა.

ყველაზე შედეგიანი სეზონი ''ნიცაში'' ჩაატარა, როცა 2017-18 წლების სეზონის ლიგა 1-ში 18 გოლი გაიტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი