Aa
Aa

დიდი დუეტი იშლება - ბურგოსი ატლეტიკოს სეზონის ბოლოს დატოვებს

დიეგო სიმენონესა და ხერმან ბურგოსის დიდი სამწვრთნელო დუეტი მიმდინარე სეზონის ბოლოს დაიშლება.

„ატლეტიკოს“ ოფიციალურმა არხმა გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ბურგოსი ამბობს, რომ 2019-20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს და მთავარ მწვრთნელად მუშაობას შეუდგება.

„მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველ ნაბიჯებს გადავდგამ. ვფიქრობ, უმაღლეს დივიზიონებში მწვრთნელის რანგში გატარებული 10-ზე მეტი წლის შემდეგ მზად ვარ, რომ გუნდი თავად ვმართო.

ეს იმ ხალხის დამსახურებაა, რომელთაც ამ პერიოდში უკეთეს მწვრთნელად და უკეთეს ადამიანად მაქციეს: ლუის არაგონესი. კარლოს გრიგული, მარსელო ბიელსა. პიროვნებები, რომლებმაც ჩემზე გავლენა მოახდინეს.

ჩოლო სიმეონეს ჟესტებით, ჟესტების გარეშე, თავის მოძრაობით, მის გარეშე, ყველანაირად ვუგებ. ადრეც მითქვამს, მასთან ერთად იმაზე მეტჯერ მქონია ლანჩი ან მისადილია, ვიდრე საკუთარ ოჯახთან. არგენტინის ნაკრებში ერთად 8 წელი გავატარეთ, რამდენიმე წელი „ატლეტიკოშიც“ ვითამაშეთ, შემდეგ კი მწვრთნელობის წლები. ეს ძალიან დიდი დროა. დიეგო ჩემი მეგობარია“.

ხერმან ბურგოსი „ატლეტიკოში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად 2011 წლიდან მუშაობს, იქამდე კი იგივე ფუნქციას იტალიურ „კატანიასა“ და არგენტინულ „რასინგში“ ასრულებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები