Aa
Aa

NBA-ის გეგმის დეტალები ცნობილია - 22 გუნდი და 8 მატჩი

ESPN-ის ჟურნალისტი, ადრიან ვოინაროვსკი იტყობინება, რომ NBA-ის გუნდების მფლობელთა საბჭო აპირებს მხარი დაუჭიროს გეგმას, რომლის მიხედვითაც, ლიგა სეზონის განახლების შემდეგ იმოქმედებს.

ვოინაროვსკი დეტალებზეც საუბრობს და იუწყება, რომ 31 ივლისს, პარკეტზე დასავლეთ კონფერენციის 13 და აღმოსავლეთ კონფერენციის 9 გუნდი დაბრუნდება. ისინი რეგულარული სეზონის 8 შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც გაირკვევა პლეიოფებამდე play-in ტურნირი უნდა ჩატარდეს თუ არა.

თუ მე-8 და მე-9 ადგილოსან გუნდებს შორის მოგებათა ბალანსში სხვაობა 4-ზე ნაკლები იქნება, მაშინ play-in ტურნირს ვიხილავთ. სხვა შემთხვევაში, მე-8 პოზიციაზე მყოფი გუნდი პირდაპირ პლეიოფში ითამაშებს.

როგორც ირკვევა, დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესო 8 გუნდს „ნიუ ორლეანი“, „პორტლენდი“, „სან ანტონიო“, „საკრამენტო“ და „ფინიქსი“ დაემატებიან, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში შანსი „ვაშინგტონ უიზარდსს“ მიეცემა.

თუ სეზონი განახლდება და პრობლემები არ გაჩნდება, დრაფტის ლატარია აგვისტოში გაიმართება. უშუალოდ დრაფტი ოქტომბრის ბოლოსაა ჩანიშნული და თავისუფალი აგენტების ბაზარიც დაახლოებით ამ პერიოდში გაიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები