ჰოლიფილდი ტაისონის კბენაზე:
Aa
Aa

ჰოლიფილდი ტაისონის კბენაზე: "მოხარული ვარ, ამ ფაქტმა საშუალება მომცა..."

ყველას კარგად ახსოვს 1997 წელს მაიკ ტაისონისა და ევანდერ ჰოლიფილდის ბრძოლა, როცა „რკინის მაიკმა“ მეტოქეს ყური მოაჭამა.

ამის შემდეგ, ტაისონს დისკვალიფიკაცია მისცეს და კრივის ასოციაციამ მას ლიცენზია ჩამოართვა.

თავად ჰოლიფილდი ამ ამბავს სიამოვნებით იხსენებს და აღნიშნავს, რომ მას ამის შემდეგ საშუალება მიეცა ესაუბა პატიებაზე:

„ეს მე არ მაწუხებს. დიახ, დიდი ტკივილის გადატანა მომიხდა, თუმცა მოხარული ვარ, ამ ფაქტმა საუშალება მომცა მესაუბრა მიტევებაზე.

როცა თქვენ სახლში ვინმე შემოიჭრება, შენ იმ დროს არ ფიქრობ იმაზე, თუ როგორ შეიჭრა მის სახლში. ხალხმა არ იცის, რომ მაიკს იმაზე მეტი ცოდნა აქვს, ვიდრე მათ გონიათ. ისინი ფიქრობენ, რომ ტაისონი გიჟია, თუმცა ის ახლა ბიზნესმენია. იგივე დონეს ვერ შეინარჩუნებ, როდესაც ასაკი გემატება“.

ჰოლიფილდმა რინგზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა. ის და ტაისონი საქველმოქმედო ბრძოლების გასამართად ემზადებიან.

„დამიჯერეთ, თუ მაიკი ჩემ დასამარცხებლად მოვა, მე შესაბამის პასუხს გავცემ. მას თავში ნებისმიერ შემთხვევაში მოხვდება.

ვფიქრობ, ეს ახალგაზრდებთან საუბრისთვის კარგი საშუალება იქნება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები