Aa
Aa

ფლოიდ მეივეზერი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე, ფლოიდ მეივეზერი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს. TMZ-ის ცნობით, „მანიმ“ ფლოიდის ოჯახის წევრებს წინადადებით უკვე მიმართა და მათგან თანხმობა მიიღო.

ინფორმაცია Mayweather Promotions-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეონარდ ელერბემაც დაადასტურა და ESPN-ს თან მოკლე კომენტარი გააკეთა: „ფლოიდი ამის თქმის გამო ალბათ გამიბრაზდება, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ის ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს. ფლოიდი ბოლო 20 წელია ასეთი კეთილი საქმეების კეთებითაა დაკავებული. იგი ზუსტად ისე იქცევა, როგორც გული კარნახობს“.

TMZ-ის მიხედვით, ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონია ოთხ ქალაქში, ჰიუსტონში, მინესოტაში, შარლოტში და კიდევ ერთ ლოკაციაზე გაიმართება, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მეივეზერი კი, ყველა მათგანის ხარჯებს დაფარავს.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტში ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მომხდარის გამო აშშ-ში რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები