კერბერი მსოფლიოს პირველი ჩოგანია!
სერენა უილიამსმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში, ზედიზედ 186 კვირა გაძლო, იგი ამიერიდან მეორე პოზიციაზე ჩაინაცვლებს.
საქმე ისაა, რომ "ამერიკის ღია პირველობის" 1/2 ფინალში, სერენა, ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან დამარცხდა, ხოლო მეორე 1/2 ფინალში, გერმანელმა, ანგელიკ კერბერმა, კაროლინ ვოზნიაცკის აჯობა, რითაც პირველი ჩოგნობა გაინაღდა.
კერბერი WTA-ს რეიტინგს სათავეში ორშაბათიდან ჩაუდგება და იგი პირველი ჩოგნის წოდებას კარიერაში პირველად დაიმსახურებს.