Aa
Aa

"მან ფაქტობრივად ცხვირი მომტეხა", - გიგზმა ყველაზე სასტიკი მეტოქე დაასახელა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგზმა, მის კარიერაში ყველაზე უხეში მეტოქე დაასახელა.

1999 წელს, „იუნაიტედი“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდა, გიგზს კი ხსენებულ შეხვედრაში ხავიერ ძანეტიმ ცხვირი გაუტეხა.

„ვის წინააღმდეგაც მითამაშია, ყველაზე რთული მეტოქე ხავიერ ძანეტი იყო. ის მთელი დღე დარბოდა. ადრე ნახევარდაცვაში თამაშობდა და ასე, რომ ის ბურთსაც კარგად ფლობდა. თავდაცვაც შეეძლო, სასტიკი იყო და მან ფაქტობრივად ცხვირი მომტეხა, როცა მეოთხედფინალში მათ ვეთამაშებოდით. მას ყველაფერი ჰქონდა, რაც მცველს სჭირდებოდა“.

გიგზმა ასევე დაასახელა 2 საუკეთესო მოთამაშე, რომლებთან ერთადაც მხარდამხარ ასპარეზობდა:

„კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესო იყო. ის, ჩვენთან დროის მოკლე მონაკვეთში იმყოფებოდა. ის დიდებული იყო და ასეთ დონეზე თამაში „იუნაიტედის“ შემდეგ, სხვა გუნდებშიც განაგრძო.

თუმცა, სქოულზი უდაოდ საუკეთესო იყო, ვის მხარდამხარც მითამაშია. მისი აზროვნება ყველა ჩვენგანისას აღემატებოდა, მისი გადაცემები, ის სასტიკი იყო. პოლის გვერდით ვარჯიშზე ახლოს ვერ მიხვიდოდით, ძალიან ხუმარა იყო“.

აქვე გეტყვით, რომ გიგზმა რამდენიმე კვირის წინ, ალექს ფერგიუსონის 27 წლიან ეპოქაში 4 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ - ერიკ კანტონა, ბრაიან რობსონი, როი კინი და კრიშტიანუ რონალდუ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები