ინიესტა:
Aa
Aa

ინიესტა: "ფინალში გატანილმა გოლმა დეპრესიისგან მიხსნა"

2009 წლის ზაფხულში, „ესპანიოლის“ ესპანელი მცველი დანი ხარკე გულის შეტევით გარდაიცვალა. ის, ანდრეს ინიესტას ახლო მეგობარი იყო და „ბარსას“ შუახაზელზე ამ ტრაგედიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა.

ინიესტას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მან დასახმარებლად ფსიქოლოგსაც მიმართა. ანდრესი Bild-თან საუბრისას იხსენებს, თუ როგორ დაძლია მან ეს რთული მონაკვეთი:

„სამწუხაროდ, დროის იმ მონაკვეთში რამდენიმე მტკივნეული მომენტის გადატანა მომიხდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან წარმატებული ვიყავი. აგვისტოში ჩემი მეგობარი დანი ხარკე გარდაიცვალა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, პროფესიონალის დახმარება მჭირდებოდა.

ჩემ ცხოვრებაში ეს უდაოდ ყველაზე რთული პერიოდი იყო. მეუღლისა და მშობლების გვერდში დგომა დიდად დამეხმარა.

ფინალში გატანილი გოლი, ჩემი რთული მდგომარეობიდან გამოსვლის დასაწყისი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ეს უკვე წარსულს ჩაბარდა და მან, მე უფრო ძლიერ და უკეთეს ადამიანად მაქცია“.

მუნდიალის ფინალში გამარჯვების მომტანი გოლის აღნიშვნისას ანდრესმა ის ხარკეს ხსოვნას მიუძღვნა - მას მაისურზე ეწერა: „დანი ხარკე სამუდამოდ“. (Dani Jarque: siempre con nosotros)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები