Aa Aa
23 მაისი 2020  |  11:53

მოურინიოს აზრით, 2010 წელს ოქროს ბურთს სნეიდერი და ეტოო იმსახურებდნენ

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 2010 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამუელ ეტოო და უესლი სნეიდერი ოქროს ბურთს იმსახურებდნენ.

„უცნაურია, რომ ეტოომ ოქროს ბურთი ერთხელაც ვერ მოიგო. 2009-10 წლების სეზონში უესლი სნეიდერიც შეუდარებელი იყო. ერთ სეზონში მან სერია ა, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი სამეულშიც კი არ დასახელდნენ. ერთადერთი, რაც მათ მიიღეს, წლის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა იყო“.

ხსენებულ სეზონში ჟოზეს გაწვრთნილმა „ინტერმა“ ტრიპლეტი გაიფორმა და გუარდიოლას უძლეველი „ბარსელონას“ შეჩერება მოახერხა. ბევრის აზრით, უესლი სნეიდერი 2010 წელს ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამას ანდრეს ინიესტა იმსახურებდა.

შეგახსენებთ, რომ 2009-2010 წლების სეზონის მიხედვით ოქროს ბურთის მფლობელი ლეო მესი გახდა, სამეულში კი არგენტინელის თანაგუნდელები ჩავი და ინიესტა მოხვდნენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები