რომანომ დაადასტურა - სპენსი ინტერის ფეხბურთელია
ინგლისის ნაკრების მცველი ჯედ სპენსი კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. 26 წლის ფეხბურთელმა გეზი ინტერისკენ აიღო. – ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
რომანოს ცნობით, ნერაძური სპენსის სანაცვლოდ 31.5 მილიონ ევროს გადაიხდის და ინგლისელ მცველთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს.
სპენსი „ტოტენჰემს“ 2022 წელს შეუერთდა, თუმცა ლონდონურ კლუბში მისი კარიერა თავიდანვე მარტივად არ განვითარებულა. სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ინგლისელი იჯარით „რენში“, „ლიდსსა“ და „ჯენოაში“ თამაშობდა.
სპენსი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც იმყოფებოდა და ტურნირზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.